შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

ფრენბურთის ჩემპიონატი

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში არსებულ სკოლებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ერთმანეთს 13 სკოლის, გოგონებისა და ვაჟების გუნდები შეეჯიბრნენ. ვაჟების ნაკრებებს შორის პირველი ადგილი 30-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე 23-ე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მე- 4 საჯარო სკოლა გახდა. 

გოგონებს შორის კი ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი - 30-ე საჯარო სკოლა, მეორე ადგილი- 37-ე საჯარო სკოლა, მესამე ადგილზე კი 36-ე საჯარო სკოლა გავიდა. გამარჯვებულებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თასი, მედლები და სიგელები გადასცა. 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მსგავსი სახის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესების მიზნით მომავალშიც გეგმავს.

30 მარტი 2016