შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

ჩუღურეთის რაიონში ოთხი სტადიონის აღდგენა დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქ.#10, დავითაშვილის #48, ნორიოს #54-სა და დგებუაძის #1-ში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები; პროექტის საერთო ღირებულება 74 000 ლარს შეადგენს.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ აღდგენილი სტადიონები დაათვალიერა და აჭარის #10-ში განახლებულ სტადიონზე ბავშვების თამაშს დაესწრო.
„სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-აღდგენა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს'', - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
2016 წლის ბოლომდე ჩუღურეთის რაიონში 10 სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება.

10 აპრილი 2016