შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

გორკის N28-ში ახალი სკვერი მოეწყობა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გორკის N28-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო. 
ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გამგეობის მიერ მომზადდა სკვერის მოწყობის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს გავაცანით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში. “ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის, მაზნიაშვილის ქუჩაზე, ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. 2016 წლისთვის დაგეგმილია 30 სკვერის რეაბილიტაცია და 4 ახალი სკვერის მოწყობა.

19 აპრილი 2016