შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

განცხადებები

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადება “P.S.”-ში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  ეთერით, გადაცემა „PS“-ში გასულ  სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია, მოქალაქე ზურაბ გელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ე. წ. “პარტიზან მებაღეებთან“ კავშირის გამო, არის სრული სიცრუე. განვმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის შესაბამისად, ზ. გელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს  წარმოადგენს მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი საჯარო მოხელის ქცევის ზოგადი წესების უხეშად დარღვევა და სამსახურისადმი აშკარა უპატივცემულობა.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მსგავს დარღვევებზე,  ჩუღურეთის რაიონის გამგეობის რეაგირება,  სამართლებრივ ფარგლებში,  თანაბრად ვრცელდება ყველა თანამშრომლის მიმართ, რასაც ადასტურებს სხვა საჯარო მოხელეების მიმართ გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები.

 

 

22 აგვისტო 2016