შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

თანადაფინასებული პროექტები

A+
A-

თანადაფინანსებული პროექტები

 

თანადაფინანსებული პროექტების განყოფილება არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია თანადაფინანსებული პროექტების დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელება .

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

• ხარისხიანი და დეტალური პროგრამის გეგმის შედგენა და მართვა.

• საპროექტო სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა; გ) პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელ და დამდგარ რისკებზე დროული რეაგირება.

• თანადაფინანსებული პროგრამების წლიური გეგმის შედგენა;

• თანადაფინანსებული პროექტის დეტალური დაგეგმვა, თანადაფინანსების პირობების შეთანხმება;

• მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განაცხადებსა და გამოვლენილ პრობლემებზე დაყრდნობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თანადაფინანსებული პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;

• კორესპონდენციების გარჩევა და რეაგირების გზების მოფიქრება;

• თანადაფინანსებული პროგრამების მართვა, გეგმების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;

• პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;

• თანადაფინანსებულ პროექტებში ჩართულ პროვაიდერებთან ურთიერთობების განვითარება;

• დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;

• თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

მიმდინარე და დასრულებული თანადაფინანსებული პროექტების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთან.