შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სამხედრო განყოფილება

A+
A-

სამხედრო განყოფილება

 

განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააკონტროლოს რაიონის ტერიტორიაზე მოქალაქეთა, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასა და მათი სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

გ)  განახორციელოს სამობილიზაციო რესურსის, მათ შორის წვევამდელთა და რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეთა დადგენილი წესით აღრიცხვის ორგანიზება;

დ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვა, სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა განყოფილებაში დანერგილი ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

 

2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) განახორციელოს მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ბ)  მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

გ) რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა, შერჩევა, მოზიდვა და მათი შემკრებ პუნქტებში მიყვანა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

ე) სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შეკრება-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;

ვ) დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამობილიზაციო მომზადებისა და საქმიანობის ორგანიზაცია და უზრუნველყოფა;

თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;

ი)  კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა;

კ) აღრიცხვაზე აყვანის, სარეზერვო, სამობილიზაციო და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ლ) მოამზადოს  და გამგებელს წარუდგინოს ინფორმაცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემის მიზნით, იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს;

მ) “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება.

ნ)  მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ გამგებლისათვის წინადადებების წარდგენა;

ო) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დადგენილ ვადებში გამგებლისათვის ინფორმაციისა და ანგარიშის მომზადება და წარდგენა;

პ) განყოფილების მიერ წარმოებული და მიღებული დოკუმენტაციის სათანადო წესით აღრიცხვისა და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვის უზრუნველყოფა;

ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

რ)   საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.