შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22
A+
A-

აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 

1. აპარატის ძირითადი ამოცანებაა გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ტექნიკური, საკადრო, იურიდიული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

 

2. აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) გამგეობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ)  ერთიანი საქმისწარმოების განხორციელება;

გ) გამგეობაში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველოფა;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის (განყოფილებებისათვის) და თანამდებობის პირებისათვის დავალებათა, მითითებათა დროული მიწოდების უზრუნველყოფა და მათი შესრულების კოორდინაცია;

ე) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ვ) გამგეობის ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო უზრუნველყოფა;

ზ) აპარატს მიკუთნებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებებისა და განცხადებების განხილვა;

თ) გამგეობის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.